ანდრეი სიბიგა დნეპროპეტროვსკის რეგიონში თავდასხმას ეხმაურება – „რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს, რუსი მკვლელები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“

10:10, 02.02.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა.

„არანაირი სამხედრო მიზანი – მხოლოდ შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც ცვლის შემდეგ ოჯახებში ბრუნდებოდნენ. ეს ნამდვილად საშინელებაა. რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსები ამ დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.

„რუსი მკვლელები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ და სხვა სისასტიკეებზე, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – წერს ანდრეი სიბიგა.

ცნობისთვის, დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა ავტობუსზე, რომელშიც მაღაროელები ისხდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.

მსგავსი