ანდრეი სიბიგა – დამოუკიდებლობის დღის წინ ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ, ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან
„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს ინფორმაციას.
მისი თქმით, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ლიდერები, თავიანთ დელეგაციებთან ერთად, კიევში იმყოფებიან.
„ჩვენი დამოუკიდებლობის დღის წინ ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ. ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან“, – წერს ანდრეი სიბიგა.
ამასთან, მისივე ცნობით, „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და გამართავენ ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრისას მხარეები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, სადაც ლიდერებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე უნდა იმსჯელონ.
Ahead of our Independence Day, we feel we are not alone. Our allies are with us.
Today in the morning, I was pleased to welcome leaders of Denmark, Estonia, Finland, Latvia, Lithuania, Norway, alongside other high representatives, at the Kyiv Railway Station.
They will hold… pic.twitter.com/NmPgIVH1g3
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) August 23, 2026