ანდრეი სიბიგა – აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები როგორც კი კიევიდან წავიდნენ, რუსეთმა დაიწყო თავდასხმა, ეს ადასტურებს, რომ ჩვენი მოკავშირეების არცერთი გადაწყვეტილება, არ შეიძლება, გადაიდოს
რუსეთმა კიევზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა მაშინვე დაიწყო, როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო წარმომადგენლები უკრაინის დედაქალაქიდან წავიდნენ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სიბიგა აღნიშნავს, რუსეთის მიერ საცხოვრებელ შენობებზე განხორციელებული დარტყმები სხვა არაფერია, თუ არა უაზრო ტერორი.
ამასთან, სიბიგას თქმით, პარტნიორებს მოუწოდებს, სწრაფად იმოქმედონ უკრაინელი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად.
„როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო წარმომადგენლები წავიდნენ, პუტინმა კიევის წინააღმდეგ კიდევ ერთი მასირებული, საშინელი თავდასხმა წამოიწყო, რამაც საცხოვრებელი უბნები დააზიანა და, სულ მცირე, ორი ადამიანი იმსხვერპლა. ბალისტიკური რაკეტები დიპლომატიაზე მის სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ. საცხოვრებელ შენობებზე დარტყმა ამ ომში გამარჯვებასთან მას ვერ აახლოებს – ეს მხოლოდ უაზრო ტერორია. ეს ადასტურებს, რომ ჩვენი მოკავშირეების არცერთი გადაწყვეტილება, არ შეიძლება, გადაიდოს. ყოველი შეფერხება სიცოცხლეებით იზომება. უკრაინისთვის ახლა მიწოდებული ყველა გამანადგურებელი გადარჩენილი სიცოცხლეა. მარაგში არსებული რაკეტები, მათ შორის ის, რომელთა ვარგისიანობის ვადაც გადის, უკრაინის ცის დასაცავად უნდა მუშაობდეს“, – აცხადებს ანდრეი სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, გერმანიის მაგალითს მიბაძონ და ევროპაში ყველა „რუსული სახლი“ დახურონ.
„დროა, გერმანიის მაგალითს მივყვეთ და ევროპაში ყველა „რუსული სახლი“ დავხუროთ. რუსული გავლენის ქსელებს არ უნდა მიეცეთ მოქმედების გაგრძელების უფლება, ვიდრე რუსეთი უარს არ იტყვის აგრესიული ომის დასრულებაზე. მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, იმოქმედონ და გაზარდონ ზეწოლა აგრესორზე. მოსკოვზე ზეწოლა დიპლომატიას ხელს არ უშლის. უფრო ძლიერი ზეწოლა მშვიდობას აახლოებს“, – წერს სიბიგა.
რუსულმა ძალებმა ღამით უკრაინაზე იერიშები განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.
The moment the US President’s peace envoys left, Putin launched another massive, horrific attack against Kyiv, damaging residential areas and killing at least two people.
His ballistic missiles speak louder than his words on diplomacy. Strike after strike on residential… pic.twitter.com/UwiW5LChf7
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) September 8, 2026