ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომიდან „კონკრეტულ, შინაარსიან შედეგებს“ ელოდებიან
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ კიევი უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომიდან „კონკრეტულ, შინაარსიან შედეგებს“ ელოდება. ამის შესახებ მან უკრაინის დედაქალაქში ვიზიტით მყოფ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სიბიგამ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საშუალო მანძილზე მოქმედი ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შემდეგ კიევი უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. სხდომა 26 ნოემბერს გაიმართება.
„უდავოა, რომ ფოკუსში იქნება ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების, ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება. უდავოდ, ჩვენ დავაყენებთ რუსეთისთვის ამგვარი იარაღის წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვის და თავდაცვითი ინდუსტრიის სხვა შესაძლებლობის შემცირების საკითხს“, – განაცხადა სიბიგამ.