ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინა დაინტერესებულია პოლონეთისგან პოზნანში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობის მიღებით
ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინა დაინტერესებულია პოლონეთისგან პოზნანში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობის მიღებით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინა დაინტერესებულია პოლონეთისგან პოზნანში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობის მიღებით.

სიბიგას თქმით, შესაბამისი თხოვნა პოლონურ მხარეს უკვე გაუგზავნა.

მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკის განაცხადა, რომ უკრაინა თუ რუსების შემდეგ გათავისუფლებული უძრავი ქონების საკონსულო დაწესებულად გამოყენებასთან დაკავშირებით ვარშავას მიმართავს, პოლონეთის ხელისუფლება ამას მაქსიმალურად დადებითად მოეკიდება.

რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობა პოზნანში თავისუფლდება, რადგან ვარშავამ მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

„მადლობელი ვარ პოლონელი კოლეგის ამ წინადადებისთვის. ჩვენ უკვე გავუგზავნეთ პოლონურ მხარეს ოფიციალური ნოტა შესაბამისი მოთხოვნით და ველოდებით კონკრეტულ დეტალებს“, – განაცხადა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ველიკოპოლსკის სავოევოდოში უკრაინის ბევრი მოქალაქე იმყოფება, ამიტომ კიევი პოზნანს პოლონეთში თავისი საკონსულო წარმომადგენლობის გაფართოების შესაძლო ადგილად განიხილავს.