ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებამდე ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასირებული თავდასხმები აჩვენებს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებამდე ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ახალი მასირებული თავდასხმები აჩვენებს მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.
მისივე თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებების წინ რუსეთის მსგავსი ქმედებები სამშვიდობო ძალისხმევის უგულებელყოფაზე მიუთითებს.
„მოსკოვს მხოლოდ ზეწოლის ენა ესმის. ის დიპლომატიას სერიოზულად არ აღიქვამს, თუ მას ძალა არ უჭერს მხარს. ახალი სანქციების პაკეტი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაბლოკვა, საზღვაო მომსახურების აკრძალვა, რუსული აგრესიის მონაწილეებისთვის შესვლის აკრძალვა. ამ ომს მხოლოდ ჩვენი ერთიანობა და ძალა დაასრულებს“, – წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე.
The extent to which Russia disregards peace efforts: a massive missile and drone strike against Ukraine right before the next round of talks in Geneva. Main targets — energy and civilian infrastructure.
Moscow only understands the language of pressure. It will not take diplomacy… pic.twitter.com/w6JBMsCuZQ
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) February 17, 2026