ანდრეი სიბიგა – აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებს საკმარისი გავლენა აქვთ, რათა უთხრან პუტინს, საბოლოოდ დაასრულოს ომი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, პეკინში აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებს შორის შეხვედრის დროს უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმა აჩვენებს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსული რეჟიმი უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.
როგორც ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, სწორედ იმ მომენტში, როდესაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერები პეკინში შეიკრიბნენ და მსოფლიო მშვიდობას, სტაბილურობასა და თანამშრომლობას იმედოვნებდა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ასობით დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.
„ასეთი მნიშვნელოვანი სამიტის დროს ეს ბარბაროსული თავდასხმა აჩვენებს, რომ რუსული რეჟიმი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს. მშვიდობისა და განვითარების ნაცვლად, მოსკოვი აგრესიასა და ტერორს ახორციელებს“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს სურს ომის გაგრძელება, რათა საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი და ძალაუფლება შეინარჩუნოს.
„ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები ან იმედები: მხოლოდ ზეწოლას შეუძლია, აიძულოს მოსკოვი, შეჩერდეს. დარწმუნებული ვარ, აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებს საკმარისი გავლენა აქვთ რუსეთზე, რათა უთხრან პუტინს, საბოლოოდ დაასრულოს ომი. და ეს იქნებოდა ყველაზე დიდი დადებითი ცვლილება“, – აღნიშნა სიბიგამ.
Right at the time when the leaders of the most powerful countries meet in Beijing and the world hopes for peace, predictability, and cooperation, Putin launched hundreds of drones, ballistic and cruise missiles, at the capital of Ukraine.
This barbaric attack during such an… pic.twitter.com/YhVGhtjyhG
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) May 14, 2026