ანდრეი სიბიგა – აბას არაღჩისთან შეხვედრისას შევთანხმდით, არსებული კომუნიკაციის არხების ღიაობა შევინარჩუნოთ, გავცვალეთ მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე
უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები ანდრეი სიბიგა და აბას არაღჩი ერთმანეთს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ.
როგორც სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომლებიც მათ უკრაინასა და ირანს შორის დაძაბულობის გამწვავების თავიდან ასაცილებლად უნდა გადადგან. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციის არხებს შეინარჩუნებენ.
„ივლისში ჩვენი სატელეფონო საუბრის შემდეგ, მე შევხვდი აბას არაღჩის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში. დიპლომატია პირდაპირი საუბრის შესახებ არის, რთულ ვითარებაშიც კი. ჩვენი საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად ორმხრივ ნაბიჯებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ არსებული კომუნიკაციის არხების ღიაობა შევინარჩუნოთ. ჩვენ ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე, ასევე მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევის სხვადასხვა მიმართულებაზე. მე მას კიდევ ერთხელ გავუმეორე უკრაინის პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობისა და სტაბილურობის უფრო სწრაფად აღდგენას ორივე რეგიონში“, – წერს სიბიგა.