ანდრეი სიბიგა – 20-პუნქტიანი დოკუმენტი ჯერჯერობით ორმხრივია, ხელს მოაწერენ აშშ და უკრაინა, ისევე როგორც რუსეთი და ამერიკა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება

21:52, 27.01.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა ხელს მოაწერს აშშ-თან, ხოლო აშშ ცალკე მოაწერს ხელს დოკუმენტს რუსეთთან.

ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ „ევროპეისკაია პრავდასთვის“ ინტერვიუში ისაუბრა.

„თუ ვისაუბრებთ მხოლოდ ამ 20-პუნქტიან ჩარჩოზე, ეს ჯერჯერობით ორმხრივი დოკუმენტია, რომელსაც ხელს მოაწერენ აშშ და უკრაინა. ისევე როგორც რუსეთთან ხელს მოაწერს აშშ. ამჟამად სწორედ ასეთი კონსტრუქცია განიხილება, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ეს პროცესია“, – აღნიშნა სიბიგამ.

რაც შეეხება ევროპელების მონაწილეობას „სამშვიდობო დოკუმენტის“ დამტკიცებაში, როგორც სიბიგამ აღნიშნა, ევროპული მხარე წარმოდგენილია სამშვიდობო პროცესში და უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებებში.

მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო ხასიათს უნდა ატარებდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ არსებობს თანხმობა გარანტიების რატიფიცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სავალდებულო უნდა იყოს მათი რატიფიცირება აშშ-ის კონგრესში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი