ანდრეი შევჩენკო - მესი მარადონასა და პელეს ტოლია, ის იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონობას #1TVSPORT
ანდრეი შევჩენკო - მესი მარადონასა და პელეს ტოლია, ის იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონობას #1TVSPORT

„მილანის“, „ჩელსისა“ და უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის, ორივე გუნდის ლიდერების, ლეო მესისა და კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

„მესი არგენტინის სიმბოლო, ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის მარადონასა და პელეს დონის მოთამაშეა. მისნაირი ფეხბურთელი იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას. ის აბსოლუტური ლიდერია, თამაშობს შესანიშნავ მატჩებს, კარგ გოლებს იტანს, თანაგუნდელებს ეხმარება. ის ნამდვილი ლიდერი და კაპიტანია.

მეორე მხრივ, საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერი და დაბალანსებული გუნდია, მბაპე კი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მესის დრო დასასრულს უახლოვდება, მბაპე კი ახალი ვარსკვლავია. კილიანმა მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მოიგო. ეს იქნება ძალიან საინტერესო თამაში“, – განუცხადა შევჩენკომ Sky Sports-ს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინა – საფრანგეთი 18 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.