ანდრეი რუდენკო - ჟენევის დისკუსია გაცილებით ფართოა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ანდრეი რუდენკო - ჟენევის დისკუსია გაცილებით ფართოა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ჟენევის დისკუსია გაცილებით ფართოა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, რუდენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე არ აპირებს, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ წამოიწყოს საუბარი.

„სიტუაცია იქ სტანდარტულია, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც წინა შეხვედრისას იყო. განვიხილავთ ყველა საკითხს, ჰუმანიტარულს, პოლიტიკურს, სამხედროს. ამისთვის ვიკრიბებით, რომ შევასრულოთ ის, რაზეც შევთანხმდით 2008 წელს. რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ჩვენი დისკუსია გაცილებით ფართოა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე საუბრის წამოწყებას. თუ ვინმე სხვა ისაუბრებს, შეუძლია. ეს დღევანდელი დისკუსიის თემა არ არის“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი იმართება.