ანდრეი კასიანოვი - ველოდებით, რომ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის პროცესი 2023 წლის თებერვლის დასაწყისში დასრულდება
ანდრეი კასიანოვი - ველოდებით, რომ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის პროცესი 2023 წლის თებერვლის დასაწყისში დასრულდება

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის პროცესი, სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვალში დასრულდება.

კასიანოვის თქმით, უკრაინაში უკიდურესად მძიმე ვითარების პარალელურად, აღნიშნული პროცესი დამატებით ძალისხმევას მოითხოვს.

„საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი აქტის მომზადების ეტაპზეა, რომლის შედეგებს ჩვენ, ყველა ერთად გავიგებთ უკრაინის პრეზიდენტის ღია ბრძანებულებიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია კალენდარული და ფინანსური წლის დასასრული, რაც უკრაინაში უკიდურესად მძიმე ვითარებაში დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს შესაბამისი ღონისძიებების მოსამზადებლად. ჩვენ ველოდებით, რომ ეს პროცესი დასრულდება 2023 წლის თებერვლის დასაწყისში“, – განაცხადა კასიანოვმა.