ანდრეი კასიანოვი - საქართველომ და უკრაინამ უნდა მოძებნონ საკუთარი პროდუქციის სხვა ბაზრები და გამოიყენონ შესაძლელობები რუსული საქონლის ზემოქმედების საპოვნელად
ანდრეი კასიანოვი - საქართველომ და უკრაინამ უნდა მოძებნონ საკუთარი პროდუქციის სხვა ბაზრები და გამოიყენონ შესაძლელობები რუსული საქონლის ზემოქმედების საპოვნელად

ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, უკრაინის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვიც.

კასიანოვმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქართულ მხარეს, მოქალაქეებს, ბიზნესწრეებს უკრაინის მიმართ გაწეული სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, ძვირფასო ქართველებო, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს, ბიზნესწრეებს, საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოსა და უკრაინის რიგით მოქალაქეებს იმ დახმარებისთვის, რომელსაც უწევენ უკრაინას და უკრაინელ ხალხს რუსულ-უკრაინული ომის დროს. ეს მოიცავს ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირების უშუალო დახმარებას მათი დაბინავებისთვის მეგობრულ, სტუმართმოყვარე საქართველოში, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

კასიანოვმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და მის ეფექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინამ რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მთლიანად შეწყვიტა.

ანდრეი კასიანოვმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ და უკრაინამ უნდა მოძებნონ საკუთარი პროდუქციის სხვა ბაზრები, გამოიყენონ შესაძლებლობები რუსული საქონლის ზემოქმედების საპოვნელად.

„უკრაინა მადლიერია, რომ ომის 50 დღის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიღება დაიწყო. სამხედრო დახმარება, რომელიც ასე სჭირდებათ ჩვენს სამხედროებს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება ასევე „ლენდ-ლიზის“ თაობაზე. სანქციები არც ისე სწრაფად იწყებენ გავლენას, როგორც მოსალოდნელი იყო. ეს უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი ეფექტი არა მხოლოდ ორმხრივი ქართულ-უკრაინული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, არამედ ეფექტი საკვების ბაზრისთვისაც. უკრაინამ რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მთლიანად შეწყვიტა. საქართველომ და უკრაინამ უნდა მოძებნონ საკუთარი პროდუქციის სხვა ბაზრები და გამოიყენონ შესაძლელობები რუსული საქონლის ზემოქმედების საპოვნელად. რუსეთი თავისი ქმედებებით და ომით ბლოკავს გადაზიდვებს შავ ზღვაში, რაც აზარალებს არა მხოლოდ საქართველო-უკრაინას, არამედ სანაოსნო მარშრუტს“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.