ანდრეი კასიანოვი - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და რუსეთის მხრიდან აგრესიის პირობებში მაქსიმალურად გვეხმარება
ანდრეი კასიანოვი - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და რუსეთის მხრიდან აგრესიის პირობებში მაქსიმალურად გვეხმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი დაესწრო, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს გულითადი მადლობა გადაუხადა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უკრაინელი ბავშვებისათვის, უკეთ ინტეგრირდნენ ჩვენს მეგობარ ქართულ საზოგადოებასთან და მიიღონ ზოგადი განათლება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და  მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ჩემს მეგობარს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს უკრაინელი ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას ამ რთულ დღეებში და რუსეთის მხრიდან აგრესიის პირობებში მაქსიმალურად გვეხმარება“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.