ანდრეი ივანი – ვერ იტყვი, რომ საქართველო სუსტი ნაკრებია #1TVSPORT

13:41, 03.06.2021

ანდრეი ივანი ბოლო ორ წელიწადია ქართველებთან შეხვედრას ცუდ ხასიათზე ასრულებს – 24 წლის თავდამსხმელი კრაიოვას „უნივერსიტეტეას“ თბილისში „ლოკომოტივთან“ ევროპის ლიგის მატჩზე ახლდა, სადაც მისი გუნდი ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ახლა ისტორია ეროვნულ ნაკრებში გამეორდა და მისმა გუნდმა, რუმინეთის ნაკრებმა საქართველოსთან ამავე ანგარიშით წააგო.

რუმინელთა ერთადერთი გოლის ავტორი (78-ე წუთზე შეამცირა სხვაობა) მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი გაიტანა ეროვნული გუნდის მაისურით, თამაშით კმაყოფილი არ იყო.

კრაიოვას „უნივერსიტეტეას“ ფეხბურთელი თვლის, რომ რუმინეთი კარგ მეტოქეს შეხვდა და რომ საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ამასთან, მან აღიარა, რომ იმედოვნებდა, რომ რუმინეთის ნაკრების წაგების სერიას შეწყვეტდა და პლოეშტში მოიგებდა.

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ვერ მოვიგეთ. ინგლისთან მატჩამდე ვფიქრობდით, რომ კარგი შეხვედრას ჩავატარებდით და მიდლსბროში კარგ ხასიათზე ჩავიდოდით. არ შეიძლება ითქვას, რომ საქართველო სუსტი გუნდია. მათ ნამდვილად კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენ ძალიან ცუდი სერია გვქონდა და ვიმედოვნებდით, რომ დღეს მაინც გავიმარჯვებდით. სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით,” – განაცხადა ანდრეი ივანმა.

მსგავსი