ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ქალაქებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უნამუსოდ ამოფარებული ბომბავს
ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ქალაქებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უნამუსოდ ამოფარებული ბომბავს

ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ქალაქებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უნამუსოდ ამოფარებული ბომბავს. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა საკუთარ სოციალურ გვერდზე დაწერა.

„80 რეაქტიული ჭურვი საცხოვრებელ სახლებზე. ტერორისტი ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან მოსახლეობასთან ბრძოლას. მშიშარა რუსებს მეტი არაფერი შეუძლიათ, ამიტომ ისინი ურტყამენ ქალაქებს, უნამუსოდ იმალებიან რა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – წერს ერმაკი.

​უკრაინული მხარის ცნობით, დღეს რუსეთმა დარტყმები განახორციელა დნიპროს რაიონში, რომლის შედეგადაც, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამხედრო ბაზად გამოყენებაში და სადგურის ტერიტორიიდან დარტყმების განხორციელებაში ადანაშაულებენ. გასულ კვირას, სადგური რამდენჯერმე დაიბომბა, რაშიც ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს.