ანდრეი დემჩენკო - ჩემით სამი-ოთხი კლუბი დაინტერესდა, რომლებიც ევროტურნირზე თამაშობენ #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ გამოცემა Sport-express.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისით უკრაინის პრემიერლიგის კლუბები არიან დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ 47 წლის ანდრეი დემჩენკომ ბათუმის „დინამო“ კონფერენსლიგიდან გავარდნის შემდეგ ჩაიბარა, „დინამო თბილისთან“ 9-ქულიანი უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.
„უკრაინიდან კლუბები თუ დამიკავშირდნენ? დიახ, ასეა. მას შემდეგ, რაც კონფერენსლიგის შესარჩევი ეტაპის სამ ტური ვითამაშეთ, იყო მოწვევები. სამი-ოთხი კლუბი დაინტერესდა ჩემი საკონტრაქტო ვალდებულებებით, მაგრამ არ გეტყვით, რომელი კლუბები იყვნენ. მათ შორის ისინიც არიან, რომლებიც ევროტურნირებზე თამაშობენ.
განვიხილავთ თუ არა მსგავს წინადადებებს? ვნახოთ, ეს თანამედროვე ფეხბურთში ნორმალური ამბავია. რაც მეტი შეთავაზება იქნება, მით უკეთესი, რადგან არჩევანი გაქვს. ბათუმის „დინამოსთან“ ორწლინახევრიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, ამიტომ უახლოეს პერიოდში ჩემი ბედი ამ გუნდს უკავშირდება“, – განაცხადა დემჩენკომ.