ანდრეი ბოგდანი - რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას განვიხილავთ
უკრაინის ახალი ხელისუფლება რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ უკრაინის ახალი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ბოგდანმა ტელეარხ „112 უკრაინას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ცოტა ხნის წინ დანიშნულმა ანდრეი ბოდგანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს.
„თავად ვლადიმირ ზელენსკის საკუთარ გამოსვლებში აქვს ნათქვამი, რომ ჩვენ რეფერენდუმის საკითხს განვიხილავთ. მხოლოდ პოლიტიკოსებმა არ უნდა ისაუბრონ, არამედ ეს ხალხმაც უნდა გააკეთოს. სწორედ ამიტომ, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას განვიხილავთ. ამ ხერხით ხმის მიცემის და გადაწყვეტილების მიღების უფლება არა მხოლოდ დეპუტატებსა და პრეზიდენტს, არამედ ხალხსაც ექნება“, – განაცხადა ანდრეი ბოგდანმა.