ანდრეი ბაბიშმა კატასტროფული უწოდა სენატის არჩევნებში მისი პარტიის შედეგებს, მეორე ტურში პარტიის 13 კანდიდატიდან გამარჯვება ვერცერთმა მოიპოვა

20:16, 17.10.2026

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა კატასტროფული უწოდა სენატის არჩევნებში მისი პარტიის, ,,ანოს” შედეგებს. მეორე ტურში პარტიის 13 კანდიდატიდან გამარჯვება ვერცერთმა ვერ მოიპოვა.

პარტიამ დაკარგა ის ერთადერთი ადგილიც, რომლის შენარჩუნებასაც სენატში ცდილობდა.

ბაბიშის განცხადებით, პარტიას გადატვირთვა სჭირდება. მისი განცხადებით, ,,ანომ” უნდა გააანალიზოს მარცხის მიზეზები და შეაფასოს საკუთარი წევრების მუშაობა.

„ჩვენი პოლიტიკური მოძრაობისთვის ეს კატასტროფული შედეგია – როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე სენატის არჩევნებში. ზოგიერთ წევრს მიაჩნია, რომ ჩვენი სახელი ადვილ გამარჯვებას უზრუნველყოფს. თუმცა, სხვა პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენზე უკეთესი შედეგი ეჩვენებინათ”, – განაცხადა ბაბიშმა.

ჩეხეთში 16-17 ოქტომბერს 81 წევრიანი სენატის მესამედის არჩევის პროცესი გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო პროცესში მთავარი როლი პარლამენტის ქვედა პალატას, დეპუტატთა პალატას ეკისრება, სენატს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები აქვს, მათ შორის, კონსტიტუციური ცვლილებების მიღებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხებში.

მსგავსი