ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მთავრობამ პარლამენტის ნდობის ვოტუმი მოიპოვა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ქვედა პალატის 200 ადგილიდან 108-ს აკონტროლებენ მმართველი კოალიციის კანონმდებლები, რომლებმაც მთავრობა 108 ხმით 91-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
მთავრობის კიდევ ერთი ამოცანაა, რომ მიმდინარე თვეში 2026 წლის ბიუჯეტის გეგმა დაამტკიცოს. სახელმწიფომ 2026 წელი დროებითი ბიუჯეტით დაიწყო.
ცნობისთვის, ოპოზიციაში ოთხწლიანი ყოფნის შემდეგ ანდრეი ბაბიში ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში დაბრუნდა. ბაბიშის პარტიამ, ANO-მ კოალიცია ჩამოაყალიბა მემარჯვენე ევროსკეპტიკურ პარტია „ავტომობილისტებთან“ და ულტრამემარჯვენე, ევროკავშირისა და ნატო-ს მოწინააღმდეგე SPD-სთან.
მინისტრთა კაბინეტში მილიარდერი ბაბიშის პარტიას რვა თანამდებობა უკავია, „მოტორისტებს“ – ოთხი, ხოლო SPD-ს სამი პორტფელი აქვს.
ამასთან, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ანდრეი ბაბიშმა პირობა დადო, რომ მისი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობით მთავრობა თუ ჩამოყალიბდება, ის უკრაინის იარაღისთვის ბიუჯეტიდან თანხებს არ გამოყოფს.