ანდრეესკუ კანადის წლის საუკეთესო სპორტსმენია
ანდრეესკუ კანადის წლის საუკეთესო სპორტსმენია

ჩოგბურთელი ბიანკა ანდრეესკუ კანადის წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა, იტყობინება „ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის“ (WTA) ოფიციალური გვერდი.

19 წლის ანდრეესკუმ 2019 წელს ამერიკის ღია ჩემპიონატი, ინდიანა ველსის და ტორონტოს ტურნირები მოიგო, სეზონი კი მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილზე დაამთავრა.

ანდრესკუსთან ერთად წლის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოდნენ შემდეგი სპორტსმენები: გოლფისტი ბრუკ ჰენდერსონი, ჰოკეისტი ჯორდან ბინინგტონი, მძლეოსანი ანდრე დე გრასე და ბესბოლისტი მაიკ სოროკა.