ანდრეესკუ ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს
ანდრეესკუ ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

აშშ-ის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა, კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა, რომ გამოტოვებს 2020 წლის სეზონის „დიდი სლემის” პირველ ტურნირს – ავსტრალიის ღია პირველობას.

„სამწუხაროდ, ვერ შევძლებ წელს ავსტრალიის ღიაზე გამოსვლას. ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო, რადგან მიყვარს მელბნურში თამაში, მაგრამ მუხლის ტრავმის შემდეგ, აღდგენითი პროცესის განრიგი უნდა დავიცვა, რომელიც ექიმებმა შეადგინეს. მოუთმენლად ველოდები ავსტრალიაში დაბრუნებას“, – დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ჩოგბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მეექვსე ჩოგანს მუხლთან დაკავშირებული პრობლემები WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის დროს შეექმნა. მაშინ კანადელმა ჩოგბურთელმა ჯგუფური ეტაპისას მიატოვა ტურნირი.

ავსტრალიის ღია პირველობა 20 იანვარს დაიწყება.