ანდრეა პირლო „სამპდორიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს #1TVSPORT
ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პირლო „სამპდორიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, – იტყობინება გენუური კლუბის პრესსამსახური.
ასეთი გადაწყვეტილება სერია B-ს ახალი სეზონის სამი ტურის შემდეგ მიიღეს. „სამპდორიამ“ სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა. კლუბი ასევე დატოვეს პირლოს თანაშემწეებმა.
45 წლის იტალიელი სპეციალისტი „სამპდორიას“ 2023 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა და გასულ სეზონში გუნდი სერია B-ში მეშვიდე ადგილზე გაიყვანა, რის შემდეგაც პლეი ოფის მეოთხედფინალში „პალერმოსთან“ დამარცხდა.