ანდრე სილვა „ლაიპციგში“ გადავიდა #1TVSPORT
ანდრე სილვა „ლაიპციგში“ გადავიდა #1TVSPORT

პორტუგალიელი ფორვარდი ანდრე სილვა „აინტრახტიდან“ „ლაიპციგში“ გადავიდა და ახალ გუნდთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ „ლაიპციგს“ სილვას ტრანსფერი 23 მილიონი ევრო დაუჯდა, ფეხბურთელის ხელფასი კი წელიწადში ოთხი მილიონი იქნება.

25 წლის პორტუგალიელმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 32 მატჩში 28 გოლი გაიტანა, ასევე ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.