ანდრე იგუოდალა ბოლო სეზონს ჩაატარებს
ანდრე იგუოდალა ბოლო სეზონს ჩაატარებს

„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ სათადარიგო ფორვარდმა ანდრე იგუოდალამ გადაწყვიტა, რომ 2018-19 წლების სეზონი მის კარიერაში ბოლო იქნება.

ვეტერანს NBA-ში 14 სეზონი აქვს გატარებული. ის 2004 წელს, დრაფტზე მეცხრე ნომრად აირჩიეს. „ფილადელფიას“ რიგებში მან 2012 წლამდე ითამაშა, რის შემდეგაც „დენვერში“ გადავიდა. 2013 წლიდან „გოლდენ სტეიტში“ თამაშობს, რომლის შემადგენლობაში სამჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი და ერთხელ ფინალური სერიის MVP იყო .

მომავალი წლის იანვარში, იგუოდალა 35 წლის გახდება.