„სამეფო კლუბი“ „სევილიას“ მცველის, ჟიულ კუნდეს ტრანსფერით არის დაინტერესებული, – იუწყება le10sport.
წყაროს ინფორმაციით, „რეალის“ ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ მადრიდელებისთვის კუნდეს შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.
აღნიშნავენ, რომ „სამეფო კლუბს“ ფრანგი ლეგიონერის შეძენა 80 მილიონი ევრო დაუჯდება (Transfermarkt ჟიულ კუნდეს 60 მილიონ ევროდ აფასებს).
2020/21 წლების სეზონში კუნდემ „სევილიას“ შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ერთი ასისტი შეასრულა.