ანჩელოტის კუნდეს „რეალში“ გადაყვანა სურს #1TVSPORT
ანჩელოტის კუნდეს „რეალში“ გადაყვანა სურს #1TVSPORT

„სამეფო კლუბი“ „სევილიას“ მცველის, ჟიულ კუნდეს ტრანსფერით არის დაინტერესებული, –  იუწყება le10sport.

წყაროს ინფორმაციით, „რეალის“ ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ მადრიდელებისთვის კუნდეს შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.

აღნიშნავენ, რომ „სამეფო კლუბს“ ფრანგი ლეგიონერის შეძენა 80 მილიონი ევრო დაუჯდება (Transfermarkt ჟიულ კუნდეს 60 მილიონ ევროდ აფასებს).

2020/21 წლების სეზონში კუნდემ „სევილიას“ შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ერთი ასისტი შეასრულა.