ანჩელოტიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც „ოქროს ბურთს“ იმსახურებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ ვინ დაიმსახურა „ოქროს ბურთი“ გასული სეზონის შედეგების მიხედვით.
„ვფიქრობ, ეს იქნება ვინისიუსი. ის ძალიან ნიჭიერია და კარგი სეზონი ჩაატარა. ვინი კვლავინდებურად რჩება იმ მოთამაშედ, რომელიც ღიაა სრულყოფილების მისაღწევად. დანი კარვახალიც კარგი იყო, გარდა ამისა, მან გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე. ბელინგემი ასევე შედის იმ მოთამაშეთა რიცხვში, რომლებმაც გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარეს. ის საუკეთესო მოამაშე გახდა ლა ლიგაში.
როდრი ასევე ფანტასტიკური ნახევარმცველია, ერთ-ერთი საუკეთესო და ის ძალიან სტაბილურია“, – განაცხადა ანჩელოტიმ პოდკასტში The Obi One.