ანატოლი ბიბილოვი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე მოთხოვნის ასე მარტივად შესრულება არ შეგვიძლია
ანატოლი ბიბილოვი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე მოთხოვნის ასე მარტივად შესრულება არ შეგვიძლია

ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში და არ შეგვიძლია არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე მოთხოვნის ასე მარტივად შესრულება – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

ოკუპირებული რეჟიმის საინფორმაციო საშუალება „რეს“-ი კი წერს, რომ  ბიბილოვის თქმით, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

„ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიღებულია ევროპაში და ამერიკაში. თქვენ უნდა მოგვცეთ შესაძლებლობა, გავაკეთოთ ყველაფერი კანონიერად. მაგალითისთვის, იგივე საქართველოში სასამართლო, სამედიცინო ექსპერტიზას სულ მცირე, ერთი თვე სჭირდება“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას.

ჟენევის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში დღეს დილით ჩავიდნენ.