ანასტასიასთან, ნიკოლოზთან და ოთოსთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე ორი მოცეკვავე გამოვა
ანასტასიასთან, ნიკოლოზთან და ოთოსთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე ორი მოცეკვავე გამოვა

ანასტასიასთან, ნიკოლოზთან და ოთოსთან ერთად ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე გამოვა.

მხატვრული ტანმოვარჯიშე ნიტა ჯამაგიძე (12 წლის) ვარჯიშობს Grand Rhythmic-ში, ლალი დოლიძის სპორტ კლუბში. არის ეროვნული ნაკრების წევრი, მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი. ასევე, 2023 წელს საქართველოს ჩემპიონი ცალკეულ საგნებში.

ბარბარე ქაჯაია (13 წლის) ნელი სალაძის აკადემიის მხატვრული ტანმოვარჯიშეა. ასევე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, საქართველოს ფედერაციის და ქალაქის მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი.

ქორეოგრაფიაზე გიორგი ტორიაშვილი იმუშავებს. მან 2008 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. 2010 წლიდან სხვადასხვა სპექტაკლის და პროექტის ქორეოგრაფია, 2011 წლიდან თბილისის – ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. სასცენო დადგმაზე, რეჟისორ ზაზა ორაშვილთან ერთად, ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი მუშაობს.

რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, რეპორტაჟს პირველი არხის ეთერში ნიკა ლობილაძე გაუძღვება.