კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე „ევროპული საქართველოს“ შემომწირველთა შორისაა

11:07, 04.10.2018

კახა ბენდუქიძის შვილი, „ცოდნის ფონდის“ დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე „ევროპული საქართველოს“ შემომწირველთა შორისაა. ოპოზიციურ პარტიას ბენდუქიძემ 2 ოქტომბერს 11 ათასი ლარი ჩაურიცხა.

აუდიტის სამსახურის ცნობით, 1-2 ოქტომბერს „ევროპულ საქართველოს“ ჯამში 25 500 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, სექტემბერში შემოწირულობების კუთხით 442 691 ლარით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. ყველაზე მეტი თანხა, 60-60 ათასი ლარი ოპოზიციურ ძალას ირაკლი და დავით კირკიტაძეებმა ჩაურიცხეს.

სექტემბრის შემოწირულობებით მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც 332 245 ლარი აქვს მიღებული. 60-60 ათასი ლარი მას ბიზნესმენებმა კახაბერ კობაივანოვმა, ირაკლი ქაფიანიძემ და დიმიტრი ადამიამ ჩაურიცხეს. სამივე დეველოპერული ჰოლდინგის, „არქი ჯგუფის“ წარმომადგენელია.

მსგავსი