მედიის ინფორმაციით, ანარქისტ დემონსტრანტთა ჯგუფი შეიჭრა ლონდონის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას საკუთრებად მიიჩნევა
ანარქისტ დემონსტრანტთა ჯგუფი შეიჭრა ლონდონის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას საკუთრებად მიიჩნევა. აქციის მონაწილეები აივანზე სხედან და სამართალდამცველებისა და მაშველების მოწოდებების მიუხედავად, ჩამოსვლაზე უარს აცხადებენ.
„პოლიციელები ვერაფერს გვიხერხებენ, რადგან ჩვენ კიდეზე ვსხედვართ და ეს ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება“, – განუცხადა „ბიბისის“ კორესპონდენტს ერთ-ერთმა აქტივისტმა.
დემონსტრანტები ითხოვენ, რომ მდიდრული სახლში, რომლის ღირებულება 30 მილიონ დოლარს აღემატება, უკრაინელი ლტოლვილები განათავსონ.
სახლის გარეთ ასევე შეკრებილია მომიტინგეთა ჯგუფი, ისინი სახლში შეჭრილ აქტივისტებს მხარდაჭერას უცხადებენ.