ანანიძის აგენტი - ჯანო „დინამოსთან“ კონტრაქტს არ აფორმებს, რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ
ჯანო ანანიძის საქართველოში დაბერუნების საკითხი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შორი პერსპექტივაა. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა თემურ ლეფსაიამ ინტერნეტ-გამოცემა „ჩემპიონატთან“ განაცხადა.
ლეფსაია საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის ინტერესებს წარმოადგენს, მან კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი თბილისიდან „დინამოსთან“ შეთანხმდა და რომ ხელშეკრულება 22 მაისს გაფორმდება.
„ანანიძე „დინამოსთან“ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. მისით არაერთი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ჩვენ ხელშეკრულების გაფორმებიდან შორს ვართ. უახლოეს დღეებში ხელშეკრულებები არ გაფორმდება. ჯანოს „ანორთოსისთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ აქვს. კვიპროსის ჩემპიონატი დასრულდა, ასე რომ, ჩვენ რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ,“ – თქვა ლეფსაიამ.
ანანიძე „ანორთოსისში“ 2020 წლის ზამთრიდან გადავიდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კლუბში ცხრა მატჩი ჩაატარა. ჯანო ანანიძეს საბერძნეთში ათენის „აეკ“-ი იწვევს, სადაც მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მწვრთნელი, იტალიელი მასიმო კარერა მუშაობს – მისი ხელმძღვანელობით ქართველ ფეხბურთელს მოსკოვურ გუნდში ყველაზე მეტი სათამაშო დრო და ნდობა ჰქონდა.