ანანიძე თანაგუნდელს თამაშს დროს დაუპირისპირდა (ვიდეო)
ანანიძე თანაგუნდელს თამაშს დროს დაუპირისპირდა (ვიდეო)

მოსკოვის „სპარტაკის“ შეხვედრის დროს, ჯანო ანანიძე თანაგუნდელს, პარაგავაის ნაკრების ნახევარმცველ ლორენცო მელგარეხოს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მოთამაშეთა შორის კონფლიქტი რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩის დროს მოხდა, რომელიც მოსკოველები პეტერბურგში „ზენიტთან“ 0:1 წააგეს.

კონფლიქტი პარაგვაელმა წამოიწყო, რომელმაც ერთ–ერთ ეპიზოდში, ემოციების ფონზე, ანანიძის მიმართ პრეტენზია გამოხატა, რის შემდეგაც ქართველს მიუახლოვდა და თავი მიარტყა. ჯანომ ლორენცოს არ დაუთმო და თავადაც დაარტყა.

„დასჯით თუ არა ანანიძესა და მელგარეხოს, რომლებმაც მოედანზე ლამის იჩხუბეს?“ – ეს მატჩის შემდეგ „სპარტაკის“ მთავარ მწვრთნელს, დომენიკო ტედესკოს პრესკონფერენციაზე დაუსვეს, რომელმაც მოთამაშეთა შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ კომენტარს თავი აარიდა.

„ვერ ვხედავდი, იქ რა მოხდა. ვნახავთ და შესაძლოა, ფეხბურთელები დავსაჯოთ, შესაძლოა – არა“ – ასეთი ორაზროვანი იყო გერმანელი მწვრთნელის პასუხი.