ანალენა ბერბოკის განცხადებით, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს
ანალენა ბერბოკის განცხადებით, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.

„ჩვენ გვერდით არ დავდგებით და ვერ მივცემთ რუსეთს შესაძლებლობას, გამოიყენოს ეს შეხვედრა, როგორც ტრიბუნა“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, ყველას ინტერესშია საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფა.

„დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 7-8 ივლისს გაიმართება. მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც დაესწრება.