ანალენა ბერბოკი – აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას
აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი წერს.
ბერბოკმა ბაქო სამხედრო მოქმედებებისგან თავის შეკავების დაპირების დარღვევაში დაადანაშაულა.
„აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, ეს არის გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს. ბოლო დღეებში ევროკავშირის, აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით დეესკალაციის შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებები იმართებოდა. ბაქოს დაპირება, თავი შეიკავოს სამხედრო მოქმედებებისგან, დარღვეულია“, – წერს ბერბოკი.
#Bergkarabach: #Aserbaidschan muss den Beschuss sofort einstellen und an den Verhandlungstisch zurückkehren, nur so ist dauerhafter Frieden möglich. Wir unterstützen die Verhandlungen unter Führung der #EU. 1/2
— Außenministerin Annalena Baerbock (@ABaerbock) September 19, 2023