ანალენა ბერბოკი - ყველას, ვინც საქართველოში ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს, მსოფლიო გიყურებთ, თქვენი სიმამაცე ჩვენთვის არის ვალდებულება, გვერდით დაგიდგეთ არამხოლოდ დღეს
ანალენა ბერბოკი - ყველას, ვინც საქართველოში ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს, მსოფლიო გიყურებთ, თქვენი სიმამაცე ჩვენთვის არის ვალდებულება, გვერდით დაგიდგეთ არამხოლოდ დღეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის სიმამაცე ავალდებულებს ევროპას, მას გვერდით დაუდგეს.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ყველას, ვინც ხმას ადამიანის ღირსებისთვის იმაღლებს, ვინც ძლიერთა უსამართლობას მართლის ძალით ებრძვის, ვინც არ ჩუმდება, არამედ უფრო ხმამაღალი ხდება, ვინც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ წერს, ვინც, როგორც საქართველოში, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს – ჩვენ გხედავთ თქვენ. მსოფლიო გიყურებთ. თქვენი სიმამაცე – თავდაჯერებულობაა, ჩვენთვის კი ვალდებულება, რომ გვერდით დაგიდგეთ არამხოლოდ დღეს“, – წერს ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში.