ანალენა ბერბოკი ვიზიტით კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 130 მილიონ ევროს გამოუყოფს
ანალენა ბერბოკი ვიზიტით კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 130 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანიის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

როგორც გერმანული მედია წერს, ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის უკრაინაში მე-11 ვიზიტია, რომელიც, სავარაუდოდ, მინისტრის რანგში ბოლო იქნება.

ანალენა ბერბოკს კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და კიევში გერმანიის ელჩი მარტინ იეგერი შეხვდნენ.

კიევში ჩასვლისას ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 130 მილიონ ევროს გამოუყოფს.

„აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ჩიხში შესვლის გამო აუცილებელია, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უკრაინის მხარეს ვდგავართ და ახლა უფრო მეტად ვუჭერთ მხარს, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ბერბოკმა.