ანალენა ბერბოკი - უკრაინას, ევროპელებს და ამერიკელებს გვსურს მშვიდობა, ერთადერთი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის რუსეთის პრეზიდენტი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბერბოკმა პარიზში, უკრაინის მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
ბერბოკის თქმით, მშვიდობას მხოლოდ პუტინი ეწინააღმდეგება.
„უკრაინას, ჩვენ, ევროპელებს და ამერიკელებს გვსურს მშვიდობა. ერთადერთი, ვინც ეწინააღმდეგება მშვიდობას, არის რუსეთის პრეზიდენტი. ის სამი წლის განმავლობაში იყენებს ყველანაირ ძალას, რომ შეაჩეროს მშვიდობისკენ ნაბიჯები და პასუხობს ამას უფრო მეტი ტერორით, ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, ჩვენ, ევროპელებმა, ამ დღეებში, ამ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ და კიდევ გავუსვათ ხაზი, რომ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთად შეგვიძლია, ანუ უკრაინელებთან და ევროპელებთან ერთად“, – აღნიშნა ბერბოკმა.