ანალენა ბერბოკი - მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები, უკრაინაზე თავდასხმას უმძიმესი შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის
ანალენა ბერბოკი - მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები, უკრაინაზე თავდასხმას უმძიმესი შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან.

შესაბამისი განცხადება ბერბოკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები. ჩვენ ვნახეთ პირველი სიგნალი, ამან გააჩინა იმედი, მაგრამ ახლა უნდა ვნახოთ რამე ქმედება, რადგან რუსული საფრთხე კვლავ რეალურია. ეს არ არის უკრაინული კრიზისი, ეს რუსული კრიზისია. თუ იქნება რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ამას მოჰყვება უმძიმესი შედეგი რუსეთისთვის: ფინანსური, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით. ჩვენ, გერმანელები მზად ვართ მაღალი ეკონომიკური საფასურისთვის, სწორედ ამიტომ ჩემთვის ყველა ვარიანტი დევს მაგიდაზე, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2 “, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დღეს გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაციაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.