ანალენა ბერბოკი - გერმანიამ უნდა ითამაშოს წამყვანი როლი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეებთან ბრძოლაში, თუნდაც ვალის გაზრდა გახდეს საჭირო
ანალენა ბერბოკი - გერმანიამ უნდა ითამაშოს წამყვანი როლი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეებთან ბრძოლაში, თუნდაც ვალის გაზრდა გახდეს საჭირო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ, 2025 წლის შეზღუდული ბიუჯეტის მიუხედავად, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს უსაფრთხოებაში ფულის ინვესტირება.

ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ უნდა ითამაშოს წამყვანი როლი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეებთან ბრძოლაში, თუნდაც ამისთვის ვალის გაზრდა გახდეს საჭირო.

„ფატალური იქნება, თუ რამდენიმე წელში მოგვიწევს თქმა, რომ ჩვენ შევაჩერეთ ვალის ზრდა, მაგრამ დავკარგეთ მშვიდობიანი წესრიგი ევროპაში“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მინისტრი ასევე გამოვიდა ევროპული სამშვიდობო წესრიგის დაცვისა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდის მოწოდებით.