ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

23:49, 09.09.2025

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 პრეზიდენტი დღეს ოფიციალურად გახდა. ბერბოკმა უკვე დადო ფიცი და აიღო ვალდებულება, ასამბლეა რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში წარმართოს.

ანალენა ბერბოკის განცხადებით, გაერო „ფინანსურად და პოლიტიკურად“ ზეწოლის ქვეშ არის. მისი თქმით, ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს თავისი მნიშვნელობა მსოფლიოს რვა მილიარდი ადამიანისთვის.

ამასთან, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ბერბოკმა „ყველა მხარეს“ მოუწოდა, „მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ“.

„არ გვჭირდება რეგიონში მეტი დაძაბულობა, არამედ გვჭირდება გაძლიერებული დიპლომატიური მცდელობები ცეცხლის დაუყოვნებელი და მუდმივი შეწყვეტისთვის“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

მსგავსი