ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილთან შეხვედრა გაიმართა
ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილთან შეხვედრა გაიმართა

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა. საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ასევე ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრმაციით, მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები განიხილეს და დაიგეგმა მოლაპარაკების შემდეგი ეტაპები.

ასევე, გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა მაისის ბოლომდე გაიმართება.

რეგიონული განვითარების უწყების განმარტებით, სახელმწიფოს, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ის რვა პუნქტიანი მოთხოვნებია, რასაც დონორი ორგანიზაციები ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების სანაცვლოდ აყენებენ.