ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 10 998 972 ლარია. სამუშაო კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა შესრულდეს. ტენდერი გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. წინადადებების მიღება 13 იანვარს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება.

ანაკლიის პორტამდე გზისა და რკინიგზის მიყვანა – სახელმწიფოს ვალდებულებაა. მშენებლობა სავარაუდოდ 100 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე იგეგმება 2-ზოლიანი გზის მშენებლობა. სავალი ნაწილის სიგანემ უნდა შეადგინოს 11 მეტრი. რაც შეეხება ახალ სარკინიგზო მაგისტრალს, მისი სიგრძე დაახლოებით 17-18 კილომეტრი იქნება.