ანაკლიაში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია მოეწყო
ანაკლიაში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია მოეწყო

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დღეს დასუფთავების აქცია მოეწყო.

ორდღიანი შტორმის შედეგად დაბინძურებული ზღვის სანაპირო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

„დასუფთავების აქცია არის მასშტაბური და მასში ათასამდე თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. დასუფთავდა ხუთკილომეტრიანი ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დამსვენებლებს ნებისმიერ დროს სანაპიროზე სუფთა და სასიამოვნო გარემო უნდა დახვდეთ”,- განუცხადა პირველ არხს ლაშა გოგიამ.

ანაკლიაში Check in Georgia 2018-ის ფარგლებში 23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალი ANAKLIA ECHOWAVES-ი გაიმართება.