ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალისთვის ემზადებიან
ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალისთვის ემზადებიან

ანაკლიაში Check in Georgia 2018-ის ფარგლებში, 23-26 აგვისტოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ,,ECHOWAVES” გაიმართება.

ფესტივალის სამზადისი  ანაკლიაში აქტიურად მიმდინარეობს.

არსებულ წრეზე ექვსი ერთეული ისლის დასახელების სანათი მოეწყო, ამფითეატრში შუშები და კარები გამოიცვალა, გაიკრიჭა ბალახი, სამაშველო კოშკურებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, გარემონტდა ბულვარში არსებული ღია საშხაპის იატაკები, ხიდზე გამოიცვალა შუშები, განმუხურის შადრევანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოები, ასევე განმუხურის საფეხბურთო სტადიონი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიამ მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად დაათვალიერა.

ფესტივალის მიზანია რეგიონის კულტურულ განვითარებაში წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნა. მონაწილეობას 150-ზე მეტი შემსრულებელი მიიღებს.

მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.