ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves გაიხსნა
ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი EchoWaves გაიხსნა

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიხსნა. EchoWaves-ი ცნობილმა დირიჟორმა, ხოან ატკინსმა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გახსნა.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, დღეს საღამოს ანაკლიაში უკვე 4 500 ვიზიტორია.

EchoWaves-ი 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მფლობელის, EXIT-ის ქოლგის ქვეშ იმართება. ფესტივალის სტუმრები BEN KLOCK B2B MARCEL DETTMANN/SOLOMUN და მსოფლიოში ცნობილი სხვა არტისტები იქნებიან.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ანაკლიაში ხუთი სცენა იქნება წარმოდგენილი: Main Stage, Eye Stage, Khidi Stage ,Taiyo Stage. ერთი სცენა კი აკვაპარკში დამონტაჟდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამხრეთ აფრიკული ელექტრონული რეივ-რეპ და ჰიპ-ჰოპ დუეტი DIE ANTWOORD. დუეტი გამორჩეულია თამამი პერფორმანსებითა და ექსტრაორდინალური სასცენო იმიჯით.

EchoWaves-ი ​პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ეწყობა. ეს ფესტივალი ყველაზე მეტად მათთვისაა, ვისაც ელექტრონული და ჰიპ-ჰოპ მუსიკა უყვარს.