ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი მუსიკალური ფესტივალი გაიმართება
ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

ანაკლიაში 23- დან 26 აგვისტოს ჩათვლით ახალი მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, რომელიც  ჟანრობრივად განსხვავებულ ხუთ სცენაზე 150 -მდე საერთაშორისო და ადგილობრივ არტისტს უმასპინძლებს.  მათ შორის არიან : ben klock, juan atkins, function, kayakata.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამხრეთ აფრიკული ელექტრონული რეივ-რეპ და ჰიპ- ჰოპ დუეტი die antwoord. დუეტი გამორჩეულია თამამი პერფორმანსებითა და ექსტრაორდინალური სასცენო იმიჯით.

ეკოვეივსის მთავარი ჰედლაინერი კი, ცნობილი ლაივ არტისტი სოლომუნი იქნება. სოლომუნი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ ერთ ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მის კარიერაში პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი 2012 წელს დადგა , როდესაც mixmag- მა იგი წლის საუკეთესო დიჯეიდ დაასახელა. ერთი წლის შემდეგ კი, მან იბიცაზე ივენთების ცნობილი სერია „სოლომუნ +1“ დაიწყო, რომელიც ლეგენდარულ კლუბ pacha- ში იმართება .წლების წინ დაწყებული კარიერა დღესაც სხვადასხვა ქვეყნის სცენებზე წარმატებით გრძელდება.

მოწვეულ არტისტებს შორის არის ტრიპ-ჰოპ მუსიკის პიონერი და საკულტო ფიგურა თრიქი. 25 წლიანი წარმატებული კარიერის მიუხედავად, ბრიტანელი არტისტი დღემდე აქტიურად მუშაობს. 2016 – 2017 წელს მან ზედიზედ ორი ალბომი გამოსცა, სადაც ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი,

ექოვეივსი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ exit -ის ქოლგის ქვეშ გაიმართება, რომელიც 2014 წელს ევროპის „საუკეთესო ფესტივალად“ იქნა აღიარებული. ექოვეივსის ორგანიზებაში სწორედ exit -ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფია ჩართული.

ჯგუფის წარმომადგენლები ანაკლიას რამდენიმე თვის წის ესტუმრნენ და მას შემდეგ უშუალოდ არიან სამუშაო პროცესში ჩართულები. ფესტივალი „ჩექ ინ ჯორჯიას “ ფარგლებში იმართება და მისი მიზანია რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შემქნა . მუსიკის გარდა ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს.