Anadolu - თურქულ პროვინციას სირიის მხრიდან რაკეტები ესროლეს
Anadolu - თურქულ პროვინციას სირიის მხრიდან რაკეტები ესროლეს

თურქულ პროვინცია კილისს სირიის მხრიდან რაკეტები ესროლეს – ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება.

თურქული მედიის ცნობით, ოთხი რაკეტა პროვინციის ორ კვარტალში ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

Anadolu-ს ინფორმაციით, ადგილზე პოლიციამ ტერიტორია შემოსაზღვრა, ხოლო მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა სირიაში, აფრინში ქურთთა ფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.