ანა წითლიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა? გიგი წერეთელს მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე სააკაშვილს? ჩერგოს მძევლები ხართ გვარამიას ჩათვლით?!

23:34, 28.11.2026

მე მაინტერესებს, აი, ამ დიდებულ და ამაღელვებელ დღეს, როდესაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლისთვის მზად არის, ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვინ გადაწყვიტა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა? ანუ, გიგი წერეთელს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ამ ქვეყანაში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს?
ან იქნებ დღეს აქციაზე გიგი წერეთლის უფრო მეტი მხარდამჭერი იდგა, ვიდრე ენმ-სი? ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენ გამო გამოდის ქუჩაში? ძალიან სირცხვილია! მე პირადად არაფერი მიკვირს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს ყველამ ერთობის დამრღვევთა ნამდვილი სახე“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მსგავსი